მენიუ დახურვა

ჭკვიანი სახლის გადაწყვეტილებები

სახლის განათება

ძილის დროს თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ნებისმიერი განათება დაუკლოთ ნათებას ან მთლიანად გამორთოთ შუქი საწოლიდან ადგომის გარეშე.

სახლში არ ყოფისას თქვენ შეგიძლიათ ღამით ნებისმიერ დროს ჩართოთ ან გამორთოთ განათება (თუნდაც ქურდობის პრევენციის მიზით აანთოთ შუქი)

აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ სახლიდან გამოსვლისას ნამდვილად გამორთეთ თუ არა შუქი.

ელექტრო ენერგიის მოხმარების დაგეგმვა და მართვა.

აუდიო და ვიდეო მოწყობილობები

ჩართეთ ან გამორთეთ აუდიო და ვიდეო მოწყობილობები.

ჩართეთ ვიდეო მოწყობილობა სახლში დარჩენილი  ბავშვებისთვის იმ დროისთვის, როდესაც თქვენ მოისურვებთ, ან მართეთ არხები აპლიკაციის საშუალებით.

ჩართეთ აუდიო და ვიდეო მოწყობილობები ცხოველებისთვის ან შექმენით სპეციალური ხმა მათ დასამშვიდებლად.

ჩართეთ ან გამორთეთ საგანმანათლებლო აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ბავშვებისთვის კონკრეტულ საათებში ან გაახსენეთ წამლის დალევა სახლში მყოფ ხანდაზმულ ადამიანებს.

სასტუმროებში აკონტროლეთ და შეარჩიეთ ტელეარხები, რომლებსაც გინდათ უყუროთ.

სასტუმროებში დაგეგმეთ და დაიანგარიშეთ სტუმრების მიერ შერჩეული ფილმების ყურების ხარჯები.

გაგრილებისა და გათბობის მოწყობილობები

აპლიკაციის მეშვეობით დაარეგულირეთ და მართეთ გამაგრილებელი და გამათბობელი მოწყობილობები, სახლში დასვენებისას, დივანზე წამოწოლილმა და მაშინაც კი როცა გძინავთ.

აპლიკაციის მეშვეობით დაარეგულირეთ და მართეთ გამაგრილებელი/გამათბობელი მოწყობილობები, როცა არ ხართ სახლში, სამსახურში ან აგარაკზე. ჩართე და გამორთე ან სასურველ ტემპერატურაზე დააყენეთ აღნიშნული მოწყობილობები, რათა სახლში, სამსახურში ან აგარაკზე მისვლისას დაგხვდეთ შესაბამისი ტემპერატურა.

აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ და მართოთ გამაგრილებელი და გამათბობელი მოწყობილობები, რათა თქვენს შინაურ ცხოველებს შეუქმნათ კომფორტული გარემო თქვენი არ ყოფნისას.

აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ და მართოთ გამაგრილებელი და გამათბობელი მოწყობილობები, რათა პაციენტებსა და ხანდაზმულებს შეუქმნათ კომფორტული გარემო თქვენი არ ყოფნისას.

კარის საკეტები

სახლში არ ყოფნის დროს შეძლებთ კარებების გაღებასა და დაკეტვას, რათა ნებისმიერს თქვენი სურვილისამებრ შეეძლოს თქვენს სახლში, ოფისში ან აგარაკზე შესვლა, იქნება ეს დამლაგებელი, ხელოსანი, ნათესავი თუ სხვა პირი.

დაკეტეთ ნებისმიერი სასურველი ოთახის კარი, თქვენს სამსახურში ან აგარაკზე. გაიგეთ, ამ დაკეტილ სივრცეში თქვენი თანხმობის გარეშე ვინმე ხომ არ შევიდა.

დისტანციური აპლიკაციის გამოყენებით დაკეტეთ და გააღეთ თქევნი სახლის, აგარაკის/ვილისა თუ ოფისის ფანჯრები.

გააღეთ იმ ოთახის კარები რომელსაც თქვენ მოისურვებთ, ან თქვენს შინაურ ცხოველს გაუღეთ კარები, რათა გამოვიდეს ოთახიდან თუნდაც საჭმელად.

ფარდების კონტროლი

ფარდების  ჩამოაფარება შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დროს, რათა ოთახში არ შემოვიდეს სინათლე.

თქვენი აგარაკის/ვილის, სამუშაო ადგილის ან სახლის ფარდები შეგიძლიათ ჩამოაფაროთ ან გახსნათ თქვენი სურვილისამებრ ნებისმიერ დროს, შემოუშვათ მზის სხივი ან სითბო თქვენს სახლში, აგარაკზე თუ სამუშაო ადგილზე.

დასვენებისას, ღამე  გსურთ უყუროთ ცას ან დატკბეთ გარეთა სივრცით, მაგრამ ფიქრობთ, რომ დილით მზე შეგაწუხებთ? არ იდარდოთ, თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ თქვენი ოთახის ფარდები გარკვეული დროის განმავლობაში და დილით მშვიდად გააგრძელოთ ძილი.

თუ თქვენს შინაურ ფრინველს ან ცხოველს სურს გარე პეიზაჟის ყურებით დატკბეს, თქვენ შეგიძლიათ  ფარდები გარკვეული დროის განმავლობაში გადაწეული დატოვოთ და გაუკეთოთ მათ სასიამოვნო საჩუქარი დაკბენ გარე პეიზაჟის ყურებით.

ონკანის კონტროლი

თქვენი სათბურისა თუ მწვანე სივრცის მორწყვისთვის ბევრ ფულს ხარჯავთ?

არ გაქვთ საკმარისი დრო მორწყათ თქვენი ბაღი ან ყვავილები აგარაკზე?

არ არის ადვილი გადადგილება, რათა მოუაროთ თქვენი სახლისა თუ აგარაკის/ვილის მწვანე სივრცეს თუ სათბურს?

სჭირდებათ თქვენს ნარგავებს სუფთა ჰაერი თქვენს სახლში ან აგარაკის/ვილის სათბურში, და თქვენ ვერ შეძლებთ ამის უზრუნველყოფას, რადგან შორს ხართ ?

გსურთ სახლში იყოთ, გაავსოთ თქვენი აბაზანა და მისვლისთანავე მოდუნდეთ სავსე ცხელი წყლით მასში?

გსურთ, როცა თქვენი შვილი სკოლიდან სახლში მივა ქურაზე ცხელი სადილი დახვდეს და საშიშროება იმისა, რომ გაზი დაგრჩეთ ჩართული აიცილოთ თავიდან?

Luxin-ის ჭკვიანი სისტემით თქვენ შეგეძლებათ ძალიან ადვილად მართოთ და აკონტროლოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა და ამასთან დაზოგავთ ელექტროენერგიას, გაზსა და წყალს.

უსაფრთხოების ფარული კამერა

თუ თქვენ დააინსტალირებთ უსაფრთხოების ფარულ კამერას, თქვენ შეძლებთ:

ესტუმროთ თქვენს სამუშაო ადგილს, აგარაკს ან სახლს ნებისმიერ დროს.

გექნებათ საშუალება გააკონტროლოთ თქვენი სახლი, სამუშაო ადგილი ან აგარაკი/ვილა და მიიღებთ შეტყობინებას, რაიმე კვამლის წარმოქმნის, უცნობი ადამიანის შესვლის, კარის ან ფანჯრის გაღების შესახებ.

შეინახოთ ყველა ინფორმაცია კონკრეტული მეხსიერების გარეშე და თავიდან აიცილოთ მონაცემების წაშლისა ან აქსესუარების მოპარვის შესაძლებლობა.

მართოთ და ამოძრაოთ კამერები სასურველი კუთხითა და გარემოს ხედვის შესაძლებლობით.

განახორციელოთ პერსონალის კონტროლი და მათთან უსაფრთხო კომუნიკაცია.