მენიუ დახურვა

რა არის ჭკვიანი სახლი?

Remote home control system on a digital tablet or phone.

რა მოხდებოდა, თქვენს ცხოვრებაში არსებულ ყველა მოწყობილობას რომ შეეძლოს ინტერნეტთან დაკავშირება? ჭკვიან სახლში, თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ ყველა მოწყობილობა, რომელიც ირთვება და ითიშება. საუბარია სხვადასხვა მოწყობილობებზე, მათ შორისაა სახლის განათების, გაგრილებისა და გათბობის სისტემა (განცალკევებით ან ერთიან პაკეტში), ასევე უსაფრთხოების სისტემა (კამერები, ხანძრის სიგნალიზაციის სენსორი, სიგნალიზაციის ღილაკი, ტემპერატურის სენსორი), აუდიო სისტემა (ტელევიზია, რადიო, აუდიოჩანაწერის მოწყობილობები), ელექტრო ფარდა/ჟალუზი, ელექტრო კარის ღილაკი და ყველა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სახლის ელექტრო მოწყობილობის ავტომატური მართვის უნარი აპლიკაციის ან ხმოვანი ბრძანების საშუალებით ყველა ზემოთხსენებულ აქტივობას ხდის მარტივად გასაკონტროლებელს.

გქონიათ შემთხვევა, როცა სახლში მიიჩქარით, რომ შეგემოწმებინათ ხომ არ დაგრჩათ მოშვებული წყალი, ჩართული გაზი/გამათბობელი, მაშინ თქვენ მიხვდებით ჭკვიანი სახლის ფასს.

დისტანციური მართვის მოწყობილობები ნიშნავს იმას, რომ თქვენი სახლის მოწყობილობების მონიტორინგი შესაძლებელია ყველგან, თქვენს ტელეფონთან დაკავშირებული კამერებით, ეს ასევე საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი შინაური ცხოველები, სადაც არ უნდა იყოთ, ხოლო ხმოვანი ასისტენტები დახმარებას გაგიწევენ განახორციელოთ სპეციალური მოწყობილობების კონტროლი.

თუ მხედველობაში მივიღებთ დღეს ჩვენს  ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს, თქვენი სახლისა და სამუშაო ადგილის მართვა Luxin App- ის მაკონტროლებელი მრავალი პროგრამისა და სცენარის საშუალებით ძალიან მარტივია და ის აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს , ხდის მას  მეტად კომფორტულს.

 

რა შეიძლება გააკეთოს ჭკვიანმა სახლმა? 

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რაც დიდ განსხვავებას მოგცემთ კომუნალური გადასახადების თვალსაზრისით, რადგან ახლა შეგიძლიათ დაზოგოთ და აღარ დახარჯოთ მეტი თანხა, თუ სამსახურში წასვლისას დაგავიწყდათ გამათბობლის გამორთვა. თქვენი გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის მონიტორინგით, თქვენ აღარ მოგიწევთ დიდი კომუნალური ხარჯის გაწევა.

Luxin თქვენთვის მოაქვს:

1- სახლში ბავშვების დაცვის კონტროლი და პროგრამირება
2- ჩვენი ასაკოვანი მშობლებისთვის უფრო კომფორტული და გამარტივებული ცხოვრების პირობების შექმნა, კონტროლი და პროგრამირება
3- ჩვენი შინაური ცხოველების კვების, გათბობისა და თავისუფლების მენეჯმენტი და პროგრამირება
4-ჩვენი აგარაკის/ვილის მართვა და პროგრამირება ჩვენს ჩასვლამდე, როცა უკვე გზაში ვართ
5- უნარშეზღუდული პირებისთვის სახლში უფრო კომფორტული და იოლი ცხოვრების კონტროლი და პროგრამირება
6-სახლში, აგარაკზე/ვილაზე და სამსახურში ელექტროენერგიის ხარჯების 40 პროცენტით შემცირების მართა და პროგრამირება

7- ჩვენი სახლის, სამუშაო ადგილისა და აგარაკის/ვილის უსაფრთხოების მართვა და პროგრამირება

როგორ შევქმნათ ჭკვიანი ცხოვრება?

ქსელის ინსტალაციით თქვენ შეგიძლიათ თქვენი სახლი გახადოთ ჭკვიანი, რაც საშუალებას მოგცემთ დაუკავშირდეთ თქვენს ტექნიკურ მოწყობილობებს, ან შეიძინოთ ინდივიდუალური პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს ტელეფონთან.

პოპულარული ჭკვიანი სახლის მოწყობილობა არის ხმის დამხმარე, ასევე პირადი დამხმარე მოწყობილობა, რომელიც ცხოვრობს თქვენს ტელეფონში, ტაბლეტსა და სპიკერში, სტრიმინგ ბოქსსა ან ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებში.

ტექნოლოგიის კიდევ ერთი პოპულარული პროდუქტი არის ჭკვიანი თერმოსტატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩართოთ გათბობა, მანამ სანამ ზამთრის სუსხიან დღეს შეხვალთ სახლში.

LUXIN ჭკვიანი სახლები არ უნდა იყოს ძვირი  

ის რომ ჭკვიანი სახლი ძვირი ღირს უბრალოდ მითია. მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიან საოჯახო მოწყობილობებზე ხარჯავთ გარკვეულ თანხას, გაითვალისწინეთ, რომ იგივე თანხას ხარჯავთ სხვა საერთოდ გამოუსადეგარ საყოფაცხოვრებო საგნებზე, მაგალითად, ხალიჩებსა და სხვა დეკორატიულ ნივთებზე. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაზოგოთ ფული რაღაცის არ შეძენით. უნდა დაისვას საკითხი, ღირს თუ არა ამა თუ იმ  ნივთის შეძენა და რა გამოდის ამისგან. მას შემდეგ რაც გააკეთებთ მათემატიკურ კალკულაციას და დაიანგარიშებთ მოგება/წაგებას შეძლებთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

ამასთან, თუ თქვენი სახლი ჭკვიანია, სხვებთან შედარებით ფასეული უპირატესობა გაქვთ მაშინ, როცა ბაზარი კონკურენტუნარიანია.

ვთქვათ, ყველა ჭკვიანი სახლი განსხვავებულია, რადგან თავად სახლები ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუ თქვენ დიდ საკუთარ სახლში ან მრავალბინიან კორპუსში ცხოვრობთ, შეგიძლიათ თქვენი საცხოვრებელი ფართი მთლიანად დაუკავშიროთ ქსელს და მოიპოვოთ ახალი კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე; და ბოლოს, ჭკვიანი სახლი არის ის, რაც გსურთ, რომ იყოს.