მენიუ დახურვა

ავტომატური დროის ამთვლელი

ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი რამ განმეორებადი იყოს, რისი გაკეთებაც ადამიანებს ავიწყდებათ, მიუხედავად იმისა ისინი დაკავებულები არიან თუ არა სახლის საქმით. ჭკვიანი სახლის ავტომატური დაგეგმვა საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს სხვადასხვა განმეორებადი და რუტინული საქმიანობა. უბრალოდ გააკონტროლეთ თქვენი ჭკვიანი სახლის ტექნიკის დრო, luxin-ის აპლიკაციის სხვადასხვა გრაფიკის რეგულირებით.

განათების მართვის სისტემის გრაფიკი

ჭკვიანი სახლის განათების სისტემის ავტომატური რეგულირებით, თქვენ აღარ გჭირდებათ დღის განმავლობაში განათების კონტროლი. მაგალითად, შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი სახლის განათების სისტემა ისე, რომ მზის ჩასვლისას განათება ავტომატურად ჩაირთოს.

გაგრილებისა და გათბობის სისტემის გრაფიკი

თქვენი სახლის გაგრილებისა და გათბობის სისტემა არ უნდა მუშაობდეს გრილ ტემპერატურაზე, როდესაც არ ხართ სახლში. საქმიანი ადამიანები, რომლებიც სამუშაო საათებში სახლიდან გარეთ მუშაობენ, უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი სახლში არყოფნის დროს შესაბამისად ხდება სახლის გათბობა გაგრილება, ელექტრო ენერგიის მინიმალური მოხმარებით და სახლში მისვლისას მათ სასურველი ტემპერატურა დახვდებათ.
ჭკვიანი განათების სისტემა ავტომატურად ირთვება და საჭიროების შემთხვევაში აკონტროლებს ჭკვიანი სახლის გარემოს.

აგარაკზე ჩამოსვლამდე ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ გაგრილებისა და გათბობის სისტემა. ავტომატურად ჩართოთ და შეინარჩუნოთ დაბალანსებული ატმოსფერული ტემპერატურა სანამ მგზავრობთ.

ელექტრო ფარდის გრაფიკი

თქვენ შეგიძლიათ დარეგულიროთ ჭკვიანი სახლის ფარდების/ჟალუზების გახსნისა და დახურვის დრო, თქვენი გაღვიძების დროის მიხედვით. როცა იღვიძებთ ელექტრო ფარდა ავტომატურად იხსნება.

ჭკვიანი  მორწყვის სისტემის გრაფიკი

ავტომატური დროის ამთვლელის რეგულირებით, ჭკვიანი სისტემა მორწყავს სათბურებსა და ბაღებს, თქვენი გეგმის მიხედვით. 

ელექტრო მოწყობილობების გრაფიკი

ყველა ჭკვიან ელექტრო მოწყობილობას აქვს ავტომატური დროის ამთვლელის შესაძლებლობები. ისეთი აღჭურვილობისთვის, როგორიცაა: ჩაიდანი, ტელევიზორი, რადიო, უთო და ა.შ. შესაძლებელია დროის დაყენება და მითითებულ დროს ამ მოწყობილობების ავტომატურად ჩართვა/გამორთვა.