მენიუ დახურვა

უსაფრთხოება

ჭკვიანი ტექნოლოგიის მიღწევების გათვალისწინებით, მასში უსაფრთხოების მახასიათებლების შეყვანას ნამდვილად აქვს აზრი. მომხმარებელს შეეძლება გააკონტროლოს განგაშის სიგნალები, შეცვალოს მასში სპეციალური პარამეტრები, მაგალითად ძირითადი კოდი. მომხმარებელს ასევე ექნება საშუალება მოახდინოს გამოვლენის პარამეტრების კონფიგურაცია. ეს პირველ რიგში იმუშავებს გარე განათებებზე, როცა შემჩნეულ იქნება მოძრაობა, ხოლო შემდეგ ნებისმიერი ფანჯრის ან კარების იძულებით გაღების შემთხვევაში, სისტემა სენსორების გამოყენებით გააფრთხილებს დაცვის პერსონალს ან სახლის მეპატრონეს, აღნიშნულის შესახებ.

Luxin ჭკვიანი სახლის იმედზე თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ კვირებისა და თვეების განმავლობაში, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე  და აკონტროლოთ თქვენი ჭკვიანი სახლი, დაიცვათ იგი ისეთი შემთხვევებისგან, როგორიცაა ხანძარი, ქურდობა ან სხვა მოულოდნელი მოვლენები.

მოგზაურობის დროს თქვენი ტელეფონიდან, თქვენ შეძლებთ სახლისა და სამუშაო ადგილის გაკონტროლებას, და უზრუნველყოფთ შენობის უსაფრთხოების დაცვას. კიდევ ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა სახლში ხაძრის დროს ჭკვიანი სახლი მეპარტონეს ან დაცვის სამსახურს ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ერთდოულად, ტელეფონზე სახანძრო სიგნალიზაციის გამოსახვით და განგაშის სიგნალით.  უბედური შემთხვევები, მაგალითად, როგორიცაა მიწისძვრები, ხანძრები და სხვა ყოველთვის მაშინ არ ხდება, როდესაც თქვენ სახლისა ან სამსახურის შენობის გარეთ ხართ, როდესაც აღნიშულ  შენობაში ხართ, დააჭირეთ სიგნალის ღილაკს, და დატოვეთ შენობა  დროის დაკარგვის გარეშე.
ჭკვიანი სახლის სხვა ფუნქციები, რომლებიც ხელს უწყობს მის უსაფრთხოებას, არის სახლში ყოფნის სიმულატორი.

ეს სცენარი აღბეჭდავს და აფიქსირებს ჩვეულებრივი დღის ყველა მოვლენას, ხოლო მფლობელს ატყობინებს, როდესაც უჩვეულო მოვლენები ხდება.
როდესაც მსგავსი მოვლენები იჩენს თავს ჭკვიანი სახლის განგაშის სისტემა აქტიურდება, რომელიც სირენის ხმით აცნობებს სხვებს, რომ რაღაც ხდება.