მენიუ დახურვა

ხანდაზმულთათვის მოსახერხებელი

რამდენიმე წლის წინ ხანდაზმულების მიერ ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიისა და IOT- ს გამოყენება თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, ჭკვიანმა სახლმა შესაძლებელი გახადა ხანდაზმულთა მეტად დახმარება. ჭკვიან შენობებს შეუძლია ხანდაზმულებს დაეხმაროს,რათა მათ შეინარჩუნონ დამოუკიდებელი, ეფექტური, ხარისხიანი ცხოვრება და უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა.

ხანდაზმულთა დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

ზოგადად, ჭკვიანი სახლი არის ტექნოლოგიებით დატვირთული სახლი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკურ დამოუკიდებლობას. ასე რომ, ჩვენ ვეძებთ ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების ინოვაციურ გზებს, ხანდაზმულთა დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. Luxin-ის ჭკვიანი სახლი სმენის, მხედველობის, კოგნიტური და სხვა დარღვევების მქონე ადამიანებს ეხმარება დამოუკიდებლად განახორციელონ ესა თუ ის აქტივობა.

დამოკიდებულების შემცირება და იმუნიტეტის გაზრდა ხანდაზმულებში

ჭკვიანი სახლი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მოხუცებულთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ჭკვიანი სახლის ეს მრავალმხრივი ფუნქცია გულისხმობს მრავალფეროვნებას და მოქნილობას. მრავალრიცხოვანი პროექტები, მათ შორის ხანდაზმულებისთვის ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია, განხორციელებულ იქნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხანდაზმულთა სხვაზე დამოკიდებულების შემცირებისა და მათი უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.